ჰამასის სისასტიკე ISIS-ს უფრო რაციონალურად აქცევს - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაგმო ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის მიერ ისრაელზე თავდასხმა და აღნიშნა, რომ პალესტინელთა სისასტიკე "ISIS-ის ქმედებებს უფრო რაციონალურად აქცევს."
ჯო ბაიდენის თქმით, ამერიკა ისრაელის მტკიცე მხარდაჭერას კვლავ განაგრძობს.
ჰამასმა ჩაიდინა ბოროტება, სისასტიკე, რომელიც ISIS-ს უფრო რაციონალურს ხდის. ხოლო დღეს აქ ყოფნა ერთი მარტივი მიზეზის გამო მსურდა, მინდა ისრაელის მოსახლეობამ, მსოფლიოს ხალხმა იცოდეს შეერთებული შტატების პოზიცია - აღნიშნა ბაიდენმა.