ბაიდენმა კონგრეს ისრაელის თავდაცვისთვის უპრეცედენტო დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის მიმართა

18.10.23 18:51
ბაიდენმა კონგრეს ისრაელის თავდაცვისთვის უპრეცედენტო დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის მიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენმა აშშ-ის კონგრეს ისრაელის თავდაცვის "უპრეცედენტო" დახმარების პაკეტის გამოყოფისთვის მიმართა - ამის შესახებ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბაიდენის თქმით, აშშ-ს სამხედრო ხომალდები ისრაელის ნაპირებთან აქტიურად შემოდიან, რათა კონფლიქტის გაფართოება შეაჩერონ.

ჩვენი ადმინისტრაცია მუშაობს ძალიან მჭიდროდ თქვენს ხელმძღვანელობასთან, შეტევის პირველივე წუთებიდან. ჩვენ ვმუშაობდით იმაზე, რომ ისრაელს ჰქონოდა სამხედრო უპირატესობა და ახლა ვთხოვ ამერიკის კონგრესს, უპრეცედენტო დახმარების პაკეტი დაამტკიცოს, რათა ისრაელის ცა იყოს დაცული. აქტიურად მივაწვდით ასევე იარაღს ისრაელს და ჩვენი სამხედრო ხომალდები შემოდიან ისრაელის ნაპირებთან, რათა მოხდეს ამ კონფლიქტის გაფართოების შეჩერება. ჩვენ ვიცით, მსოფლიომ იცის, რომ ისრაელი ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. ნებისმიერი მტერი, რომელიც იფიქრებს ისრაელზე თავდასხმას - არ გააკეთოთ ეს! - აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები