აშშ და ეგვიპტე ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის თაობაზე შეთანხმდნენ

ეგვიპტე მზად არის, უზრუნველყოს მისი ტერიტორიიდან რაფაჰის გამშვები პუნქტის გავლით ღაზის სექტორში საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების შეტანა.
18 ოქტომბერს, თელ-ავივში გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ შეთანხმდნენ, რომ ღაზის სექტორი ჰუმანიტარულ ტვირთს მიიღებს.
ასევე, ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებასთან დაკავშირებით, სატელეფონო საუბარი შედგა ჯო ბაიდენსა და ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფათა ელ-სისის შორის.