ათზე მეტი ლიკვიდირებული ტერორისტი და 100-ზე მეტი განადგურებული ინფრასტრუქტურა - ახალი ცნობები ისრაელიდან

19.10.23 11:53
ათზე მეტი ლიკვიდირებული ტერორისტი და 100-ზე მეტი განადგურებული ინფრასტრუქტურა - ახალი ცნობები ისრაელიდან

ათზე მეტი ლიკვიდირებული ტერორისტი და 100-ზე მეტი განადგურებული ინფრასტრუქტურა - ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორზე აქტიურ თავდასხმას აგრძელებენ.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი საზოგადოებას თვალების გახელისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ დროა, მსოფლიომ ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის რეალური სახე დაინახოს.

მე როგორც ჯარისკაცს ფიცი მაქვს დადებული, რომ ვთქვა სიმართლე, ჰამასი პირიქით აკეთებს. ღაზაში არ არსებობს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება. ჰამასი აკონტროლებს ყველა ინფორმაციას. როდესაც ტერორისტებმა იცრუეს, რომ ისრაელი თავს დაესხა საავადმყოფოს, მსოფლიოსი ძალიან ბევრმა დაიჯერა და გააძლიერა მათი ტყუილი. გაახილეთ თვალები და დაინახეთ ჰამასის ნამდვილი სახე. მათ მოაწყვეს უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა ისრაელში. ჰამასი იმალება ღაზას ხალხის უკან და მათ იყენებს ცოცხალ ფარად, ისინი იპარავენ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომ მისი ტერორი დიდხანს კვებოს. ის არის საფრთხე ისრაელში და ღაზაში, ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ ტერორისტების წინააღმდეგ - აღნიშნა თავდაცვის ძალების წარმომადგენელმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლის თქმით, "ცხოველივით მებრძოლი ჰამასისგან განსხვავებით, ისრაელი ადამიანურად და მტკიცედ იბრძვის.

წესების მიხედვით ვმუშაობთ, გაბრაზებულები ვართ, მაგრამ თავი ხელში აგვყავს, ვიბრძვით მტკიცედ და ვრჩებით ადამიანებად, მეორე მხარისგან განსხვავებით, რომელიც ცხოველივით იბრძვის. ეს არ იქნება ხანმოკლე და შეიძლება დაგვჭირდეს ბრძოლის გაფართოებაც, თუ კი ბრძოლას სხვა მტერიც შეუერთდება, მაგრამ ჩვენ გვეცოდინება, როგორ გავფართოვდეთ - აღნიშნა მან.

 

მსგავსი სიახლეები