ამაზე მეტად ცინიკური არაფერია, როცა პუტინი სამოქალაქო მსხვერპლზე აფრთხილებს ყველას - შოლცი

გერმანიის კანცლერმა ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომთან დაკავშირებით პუტინის განცხადებას ცინიკური უწოდა.
შოლცის თქმით, იგი აღშფოთებულია, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო დაპირისპირებისას მსხვერპლზე აფრთხილებს საზოგადოებას.
აღშფოთებული ვარ, როცა მესმის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ყველას აფრთხილებს, რომ სამხედრო დაპირისპირებისას შეიძლება იყოს მსხვერპლი, სამოქალაქო მსხვერპლი. ამაზე მეტად ცინიკური არაფერია - აღნიშნა ოლაფ შოლცმა.