IDF-მა ჰამასის პოლიტბიუროს პირველი ქალი წევრი მოკლა - მედია

19.10.23 12:47
IDF-მა ჰამასის პოლიტბიუროს პირველი ქალი წევრი მოკლა - მედია

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდასხმისას "ჰამასის" პოლიტიკური ბიუროს პირველი ქალი წევრი, ჯამილა ალ-შანთი მოკლეს - ინფორმაციას "ჰამასთან" დაკავშირებული მედია საშუალება ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა განთიადისას მოხდა. დეტალური ინფორმაცია საჰაერო იერიშის ზუსტი ადგილის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცნობისთვის, ჯამილა ალ-შანთი 2021 წელს პირველი ქალი გახდა, რომელიც "ჰამასის" პოლიტიკურ ბიუროში აირჩიეს. ჯამილა ალ შანთი "ჰამასის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი იყო. არ-რანტისი 2004 წელს მეორე "ინტიფადას" დროს ისრაელის ავიაიერიშის შედეგად მოკლეს.