ღაზაში პალესტინის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი მოკლეს
ღაზის სექტორის დაბომბვის შედეგად პალესტინელი მაღალჩინოსანი ჯიჰად მუჰეისენი დაიღუპა, რომელიც პალესტინის ეროვნული უსაფრთხოების ძალების ხელმძღვანელი იყო.
გავრცელებულ ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალების მხრიდან პალესტინელი მაღალჩინოსნის მოკვლის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.