ღაზაში, სულ მცირე, 203 მძევალია აყვანილი - ისრაელის თავდაცვის ძალები
ღაზაში, სულ მცირე, 203 ადამიანია მძევლად აყვანილი - ოფიციალურ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებენ.
თავდაცვის ძალების სპიკერის ინფორმაციით, სამხედროებმა, 203 მძევლის ოჯახს უკვე შეატყობინეს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი აცხადებს იმასაც, რომ რიცხვი საბოლოო არ არის და ამ ეტაპზეც მიმდინარეობს უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების ძიება. სპიკერის ინფორმაციით, სამხედროები განაგრძობენ ღაზის სექტორის სასაზღვრო ზონის შემოწმებას.