ღაზადან აშკელონის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

19.10.23 16:06
ღაზადან აშკელონის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს

მორიგი სარაკეტო იერიში განხორციელდა ისრაელის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ აშკელონზე - ინფორმაციას ადგილობრივი მედიასაშუალება ავრცელებს.

დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ "ჰამასის" მიერ ისრაელის წინააღმდეგ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმის შემდეგ ისრაელი, საპასუხოდ, ღაზაზე საჰაერო იერიშებს ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები