ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ - ბენიამინ ნეთანიაჰუ
"ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ" - თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ რიში სინაკთან შეხვედრის დროს.
ცნობისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს შეხვდა და ისრაელში ჩასვლისთვის მადლობა გადაუხადა. ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ის აფასებს დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერას.
ჩვენ ვიბრძვით ბოროტების ღერძის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ისრაელის ბრძოლა, არამედ ეს არის ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროსა და თანამედროვე არაბული ქვეყნების ბრძოლაც. მეორე მხარეს არის ბოროტების ღერძი, რომელშიც შედის „ჰამასი“, „ჰეზბოლა“ და ირანი“, - ამბობს ბენიამინ ნეთანიაჰუ.
რიში სუნაკოს თქმით, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ისრაელს, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად თავი დაიცვას.
მე ვამაყობ, რომ აქ თქვენთან ერთად ისრაელისთვის ყველაზე მძიმე დროს ვდგავარ. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ“, - ამბობს რიში სუნაკი.