ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს

19.10.23 19:22
ლავროვი რუსებს ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი რუს ტურისტებს დასასვენებლად ჩრდილოეთ კორეაში წასვლას ურჩევს. ამის შესახებ რუსმა დიპლომატმა ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტის დროს ისაუბრა. 

ლავროვმა ჩრდილოეთ კორეაში დასვენების რჩევა რუს ტურისტებს მას შემდეგ მისცა, რაც მას ჰკითხეს გაუწევდა თუ არა რეკომენდაციას ჩრდილოეთ კორეაში დასვენებას.

სერგეი ლავროვი ორდღიანი ვიზიტით ჩრდილოეთ კორეაში 18 ოქტომბერს ჩავიდა. 

მსგავსი სიახლეები