ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტის გასროლაზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო

19.10.23 19:27
ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტის გასროლაზე პასუხისმგებლობა "ჰამასმა" აიღო

ლიბანიდან ჩრდილოეთ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში დაფუძნებულმა ტერორისტულმა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო. აღიარებითი განცხადება ტერორისტულმა დაჯგუფებამ გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ მათმა ლიბანურმა განშტოებამ ისრაელის მიმართულებით 30-მდე რაკეტა გაისროლა.

"ჰამასის" განცხადებამდე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიბანიდან ნაჰარიიასა და მიმდებარე დასახლებების მიმართულებით 20-მდე რაკეტა ისროლეს, რასაც ისრაელელმა სამხედროებმა საარტილერიო ცეცხლით უპასუხეს.