ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად მინიმუმ 21 ჟურნალისტი დაიღუპა - CPJ

20.10.23 10:20
ისრაელი-ჰამასის ომის შედეგად მინიმუმ 21 ჟურნალისტი დაიღუპა - CPJ

ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის (CPJ) ინფორმაციით, ისრაელი-ჰამასის შეტაკებების შედეგად სულ მცირე 21 ჟურნალისტი დაიღუპა.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ 21 დაღუპული ჟურნალისტიდან 17 იყო პალესტინელი, 3 ისრაელელი და ერთი ლიბანელი.

CPJ ასევე ჟურნალისტების სახლებზე, მედიის ოფისების დაზიანებებსა და მათ მკვლელობა/გატაცებაზე გამოძიებას აწარმოებს.