"ჰამასსა" და პუტინს, ორივეს სურთ, გაანადგურონ მეზობელი დემოკრატია - ბაიდენი

20.10.23 10:28
"ჰამასსა" და პუტინს, ორივეს სურთ, გაანადგურონ მეზობელი დემოკრატია - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თავის გამოსვლაში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ქმედებები დაგმო და თქვა, რომ "ჰამასსა" და პუტინს ორივეს ერთი მიზანი აქვთ, გაანადგურონ მეზობელი დემოკრატია.

"ჰამასი და პუტინი განსხვავებულ საფრთხეებს წარმოადგენენ, მაგრამ მათ ეს აქვთ საერთო: ორივეს მეზობელი დემოკრატიის განადგურება სურს. როცა ტერორისტები პასუხს არ აგებენ ჩადენილი ტერორისთვის, როცა დიქტატორები პასუხს არ აგებენ აგრესიის გამო, მათ უფრო მეტი ქაოსი, სიკვდილი და აგრესია მოაქვთ.", - თქვა ბაიდენმა.

 

მსგავსი სიახლეები