ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოვყოფთ - ბერბოკი

20.10.23 14:11
ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოვყოფთ - ბერბოკი

გერმანია ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად 50 მილიონ ევროს გამოყოფს და ადგილზე სამედიცინო ჯგუფებსაც გაგზავნის - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ამანში, იორდანიელ კოლეგასთან, აიმან საფადისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბერბოკის თქმით, გერმანიის მიერ გამოყოფილი 50 მილიონ ევრო დაეხმარება საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა მსოფლიო სასურსათო პროგრამა, UNICEF და გაეროს პალესტინელი ლტოლვილების სააგენტო (UNRWA).

ეს კრიზისული მდგომარეობა, რომელიც ჰამასის საშინელმა ტერორისტულმა თავდასხმებმა გამოიწვია,ამავდროულად ნიშნავს კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას ღაზაში", - ამბობს ბერბოკი.