ტერორისტები არასოდეს გაჩერდებიან, ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ - ურსულა ფონ დერ ლაიენი

"ტერორისტები არასოდეს გაჩერდებიან, ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას" - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დე ლაიენმა განაცხადა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, "ჰამასს" მხარს უჭერენ "მეგობრები" თეირანიდან.
ეს ტერორისტები (ჰამასი) რომლებსაც მხარს უჭერენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს გაჩერდებიან. ამიტომ, ისრაელს აქვს უფლება, თავი დაიცვას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და ამ საშინელების ფონზე, ჩვენნაირი დემოკრატიული ქვეყნებისგან მხოლოდ ერთი შესაძლო პასუხია: ჩვენ ისრაელის გვერდით ვდგავართ", - ამბობს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დე ლაიენი.