"იმედი მაქვს, ხელები მაინც დაიბანა" - კულება, ორბანის მიერ პუტინისთვის ხელის ჩამორთმევაზე

"იმედი მაქვს, ხელები მაინც დაიბანა" - ასე ეხმიანება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრი კულება ჩინეთში უნგრეთის პრემიერმინისტრ, ვიქტორ ორბანისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის შეხვედრას.
იმედი მაქვს, რომ მან (ორბანმა) ხელები მაინც დაიბანა და დეზინფექცია გაიკეთა პუტინთან ხელის ჩამორთმევის შემდეგ".
ცნობისთვის, პუტინი და ორბანი ერთმანეთს ჩინეთში 17 ოქტომბერს შეხვდნენ.