ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი, დედა და შვილი გაათავისუფლა
ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა ორი მძევალი, დედა და შვილი, გაათავისუფლა - ინფორმაციას CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ცნობით, ორივე მძევალი "ჰუმანიტარული მიზნით" გაათავისუფლეს და ისინი წითელ ჯვარს გადასცეს.
კატარის ძალისხმევის საპასუხოდ, ალ-კასამის ბრიგადებმა გაათავისუფლეს ორი ამერიკელი მოქალაქე (დედა და მისი ქალიშვილი) ჰუმანიტარული მიზეზების გამო და რათა ამერიკელ ხალხს და მსოფლიოს დაუმტკიცონ, რომ ბაიდენისა და მისი ფაშისტური ადმინისტრაციის პრეტენზიები მცდარი და უსაფუძვლოა" - განაცხადა ჰამასის პრესსპიკერმა, აბუ ობაიდამ.