ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა

21.10.23 10:39
ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა

ჰამასმა ორი ამერიკელი მძევალი გაათავისუფლა. ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს. შტატების მოქალაქე დედა-შვილის გათავისუფლება, არსებული ცნობებით წითელი ჯვრის დახმარებით მოხდა.. ილინოისის შტატიდან ისრაელში ამერიკელები ნათესავის დაბადების დღეზე ჩავიდნენ, შემდეგ კი ომი დაიწყო.

მძევლების გათავისუფლებას გამოეხმაურა ბაიდენის ადმინისტრაცია. პრეზიდენტი მადლობას უხდის ყატარს და ისრაელს ღაზადან ამერიკელი მძევლების გათავისუფლების მცდელობისთვის.

მსგავსი სიახლეები