საავადმყოფოს აფეთქება ღაზიდან გაშვებული რაკეტით მოხდა - სუნაკი

23.10.23 20:50
საავადმყოფოს აფეთქება ღაზიდან გაშვებული რაკეტით მოხდა - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რისი სუნაკი ღაზის ცენტრში მდებარე საავადმყოფოს აფეთქებას ეხმაურება და ამბობს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ, ღაზიდან გაშვებული რაკეტით ან მისი ჩამოვარდნილი ნაწილით მოხდა.

სუნაკის თქმით, რაკეტა ღაზიდან ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული.

ბრიტანეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ აფეთქება, დიდი ალბათობით, იყო გამოწვეული ღაზიდან გაშვებული რაკეთით ან მისი ნაწილით - რაკეტა ისრაელის მიმართულებით იყო გაშვებული... ცრუ ინფორმაციამ ამ ინციდენტის შესახებ რეგიონზე ნეგატიური გავლენა იქონია, მათ შორის, აშშ-ის სასიცოცხლო მნიშვნელობის დიპლომატიურ ძალისხმევაზე და დაძაბულობაზეც - აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები