ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა

23.10.23 21:03
ერდოღანმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმს ხელი მოაწერა - ინფორმაციას მისი ადმინისტრაცია ავრცელებს.

დოკუმენტი რატიფიკაციისთვის ქვეყნის პარლამენტს გადაეცა, თუმცა სხდომის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, შვედეთმა და ფინეთმა ნატოში გაწევრიანების განაცხადი 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის დაწყებიდან მალევე შეიტანეს. ფინეთი 2023 წლის აპრილში გახდა ალიანსის წევრი. შვედეთის ნატოში გაწევრიანებას თურქეთი და უნგრეთი ბლოკავდნენ.