სახმელეთო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს ჰამასის განადგურება - მგალობლიშვილი

23.10.23 21:54
სახმელეთო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს ჰამასის განადგურება - მგალობლიშვილი

ისრაელში ვითარება კვლავ მძიმეა - ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა მძევლებით ვაჭრობა საჯაროდ დაიწყო.

გეგა მგალობლიშვილი "ტვ პირველის" ეთერში ისრაელის მიერ წარმართულ სახმელეთო ოპერაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ჰამასის, როგორც ორგანიზაციის, განადგურებისთვის.

სახმელეთო ოპერაციის შედეგი უნდა იყოს ჰამასის განადგურება. დიდი პრობლემა, რის წინაშეც ისრაელი დგას, მძევლებია. ჰამასმა მძევლებით საჯაროდ ვაჭრობა დაიწყო. უნდა გვახსოვდეს, რომ მძევლები მხოლოდ ისრაელის მოქალაქეები არ არიან. ჰამასი როგორც ორგანიზაცია მხოლოდ ღაზას სექტორში არ არის, ისინი ლიბანში და კატარში არიან. მათი განადგურება მხოლოდ სახმელეთო ოპერაციით შეუძლებელია, მაგრამ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რომ ჰამასი, როგორც ორგანიზაცია განადგურდეს - აღნიშნა გეგა მგალობლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები