ჰამასმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა

ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა კიდევ ორი მძევალი გაათავისუფლა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
79 წლის ნურიტ კუპერი და 85 წლის იოჩევედ ლუფშიტცი ჰამასის წევრებმა 7 ოქტომბერს საკუთარი სახლებიდან გაიტაცეს. ისინი 17 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ტყვეობაში.
როგორც The Times of Israel წერს, მძევლებს საზღვარზე მიიყვანენ, სადაც მათ წითელ ჯვარს გადასცემენ.
ორივე ქალი ისრაელის მოქალაქეა. მათი მეუღლეები ღაზაში, ჰამასის ტყვეობაში არიან.