საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს - უკრაინის დაზვერვა

24.10.23 10:05
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს - უკრაინის დაზვერვა

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორია, შესაძლოა, რუსეთმა მისი სამხედრო გემებისთვის გამოიყენოს. პუტინი  ოკუპირებული ყირიმიდან სამხედრო ხომალდების გადატანას ოჩამჩირეში, სავარაუდოდ,  მალე დაიწყებს. იქ რეკონსტრუქციების სამუშაოები გარკვეულწილად უკვე ჩაატარეს. ინფორმაციას უკრაინული დაზვერვა ოფიციალურად ადასტურებს

ინფორმაცია ვრცელდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელზე, ვადიმ სკიბიცკიზე დაყრდნობით - მან ამის შესახებ  Apostrophe TV-სთან ინტერვიუში განაცხადა. 
 
მან დაადასტურა, რომ ოკუპანტებმა ყირიმიდან ნოვოროსიისკში რამდენიმე ხომალდი გადაიყვანეს, თუმცა, მისი თქმით, იქ არის პატარა პორტი, რომელსაც არ შეუძლია რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ყველა გემის განთავსება, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამისთვის გამოეყენებინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

"ოკუპანტებმა სამხედრო გემების ნაწილი ყირიმიდან ნოვოროსისკში გადაიყვანეს, მაგრამ იქ არსებული პატარა პორტი ვერ მიიღებს რუსეთის შავი ზღვის მთელ ფლოტს, ამიტომ კრემლმა გადაწყვიტა ამ მიზნისთვის გამოიყენოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.  რუსებმა ოჩამჩირეში უკვე  ჩაატარეს პორტის ნაწილობრივი რეკონსტრუქციული სამუშაოები, ასევე გააღრმავეს ფსკერი, რათა შექმნან ბაზა საკუთარი სამხედრო თვითმფრინავებისთვის. თუმცა ეს არც თუ ისე დიდი ბაზა იქნება. რუსები ხვდებიან, რომ ომი ყირიმში გადავიდა. ჩვენი მიზანია ოკუპირებული ყირიმის სრული გათავისუფლება. ამ კუთხით უკან არ დავიხევთ. ჩვენ უნდა გავანადგუროთ იქ განთავსებული საოკუპაციო დაჯგუფება"- განაცხადა სკიბიცკიმ .

რას აკეთებს ამ დროს საქართველოს უსაფრთხოების სამსახური. სულ ორიოდე დღის წინ გრიგოლ ლილუაშვილი ამტკიცებდა, რუსეთის მხრიდან ოჩამჩირის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების საფრთხე არ არსებობს.  

მსგავსი სიახლეები