ემანუელ მაკრონი ისრაელშია
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი თელ-ავივში ჩავიდა.
სავარაუდოდ, მაკრონი შეხვდება ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის პრეზიდენტს, ისაკ ჰერცოგს, ასევე ოპოზიციის ლიდერს იაირ ლაპიდს.
როგორც „ფრანს-პრესი“ წერს, ვიზიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტი ყურადღებას გაამახვილებს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობაზე იმ ფონზე, როდესაც ისრაელი ანკლავს ინტენსიურად ბომბავს და სახმელეთო შეჭრისთვის ემზადება.