ისრაელმა წუხელ „ჰამასის“ 400-მდე სამიზნეს დაარტყა - ლიკვიდირებულია რამდენიმე საველე მეთაური

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ გასული დღის განმავლობაში ღაზის სექტორში "ჰამასის" 400-მდე სამიზნეზე დაბომბეს. უწყება ამბობს, რომ ლიკვიდირებულია რამდენიმე საველე მეთაური, მათ შორის ტერორისტული ჯგუფის ნუსეირათის, შატისა და ფურკანის ბატალიონების მეთაურის მოადგილეები.
თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმები ფოკუსირებული იყო „ჰამასის“ თავმოყრის ადგილებზე, მათ შორის რამდენიმე მეჩეთში და ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ისრაელზე სარაკეტო თავდასხმას ამზადებდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა წუხელ, ასევე, დაარტყა „ჰამასის“ გვირაბის შესასვლელს ღაზას სანაპიროზე და სამეთაურო ცენტრებს.