"ხალხი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ" - მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

24.10.23 12:34
"ხალხი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ" -  მაკრონი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

"ხალხი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ" - თელ-ავივში მყოფი საფრანგეთის პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა და ტერორისტების წინააღმდეგ ომში, მხარდაჭერა გამოუცხადა.

"რაც მოხდა არასოდეს დავივიწყებთ და ჩვენ ვიქნებით აქ დღეს, ხვალ და ზეგ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის. იმიტომ, რომ ეს ხალხი მოკლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელები იყვნენ და მშვიდად ცხოვრება სურდათ“ - თქვა ემანუელ მაკრონმა ისააკ ჰერცოგთან შეხვედრაზე.

ისრაელის პრეზიდენტის თქმით კი, ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა ისრაელი მოწოდებულია, რომ სრულად გაანადგუროს მტერი.

მსგავსი სიახლეები