რუსებმა 11 "შაჰიდი" გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო - გენშტაბი

25.10.23 10:07
რუსებმა 11 "შაჰიდი" გაუშვეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ყველა ჩამოაგდო - გენშტაბი

გვიან ღამით რუსეთმა ქვეყნის მასშტაბით 11 "შაჰიდის" ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, თუმცა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. 

ირკვევა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთმა 6 სარაკეტო და 51 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე, 66 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

 არიან დაღუპულები და დაშავებულები, განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ასევე სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.