აფეთქება ატომური ელექტროსადგურის სიახლოვეს - დაშავებულია 16 ადამიანი
რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანდა ატომური ობიექტის ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობები.
11-ვე უპილოტო თვითმფრინავი, რომლებიც თავს დაესხა უკრაინას ოთხშაბათს ღამით, ჩამოაგდეს, მაგრამ აფეთქება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია და16 ადამიანი დაშავდა ხმელნიცკის რეგიონში", - განაცხადეს უკრაინის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა.
უკრაინის სამაშველო სამსახური სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქ სლავუტასა და ნეტიშინში აფეთქების ტალღამ სახანძრო-სამაშველო განყოფილებები და პოლიციის განყოფილება დააზიანა.