მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს - კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი

25.10.23 18:17
მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს - კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი

მძევლების გასათავისუფლებლად „ჰამასთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.

„რაც შეეხება პროგრესს მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების შესახებ, ის ჯერ კიდევ გრძელდება. თუ შევადარებთ, სად დავიწყეთ და სად ვართ ახლა, არის გარკვეული პროგრესი. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ნებისმიერ დროს, ვფიქრობ, რომ სიახლე გვექნება, იმედია მალე“, - განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ თანიმ.

 

მსგავსი სიახლეები