ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით 4 რაკეტა ისროლეს - IDF
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ლიბანიდან ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კირიათ შმონას მიმართულებით ოთხი რაკეტა ისროლეს.
IDF-ის ცნობით, ოთხივე ღია ადგილას დაეცა, რის შედეგადაც არავინ დაშავებულა და არც დაზიანება მიუღია.