ღაზაში საწვავის მცირე რაოდენობის გამო საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ

ღაზის სექტორში საწვავის მცირე რაოდენობის გამო საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ - ინფორმაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, საავადმყოფოებმა ყველა განყოფილება დახურეს, გარდა სასწრაფო დახმარების ოთახებისა.
საავადმყოფოებმა უნდა დაზოგონ მცირე საწვავი, რომელიც მათ აქვთ სიცოცხლის გადარჩენის მოწყობილობების გამოსაყენებლად, როგორიცაა ვენტილატორები, ახალშობილთა ინკუბატორები და თირკმლის დიალიზის აპარატები - აღნიშნა რეპორტიორმა რუშდი აბუ ალუფიმ.