"ჰამასი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია" - ბაიდენი

26.10.23 10:03
"ჰამასი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია" - ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ავსტრალიის პრემიერ-მინისტრთან ისრაელში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ჰამასი პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია".

ბაიდენის თქმით, ისრაელები და პალესტინელები ერთმანეთთან ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრებას იმსახურებენ.

მშვიდობის გზაზე რომ დავდგეთ, ეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც ყველა მხარისთვის კონცენტრირებულ ძალისხმევას ნიშნავს, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის... 

"ჰამასი" პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც საზიზღარი და ლაჩრული საქციელია. ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისრაელს დამატებით ტვირთად აწვება. იმის მიუხედავად, რომ ისინი "ჰამასს" ებრძვიან, ეს არ ამცირებს ომის კანონების შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრებას - აღნიშნა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები