აშშ-ში, მეინის შტატში სროლის შედეგად, 22 ადამიანი დაიღუპა
ამერიკაში, მეინის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა - ინფორმაციას NBC News პოლიციიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თავდასხმა რამდენიმე ადგილას, მათ შორის, ბოულინგის მოედანზე მოხდა, რის შედეგადაც 50-60-ამდე პირი დაშავდა.
თავდამსხმელის დაკავებას პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე ცდილობენ.