მოვითხოვთ იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ სიონისტურ ისრაელს, ლიბია დატოვონ - ლიბიის პარლამენტი
ქვეყნების ელჩებმა, რომლებიც ისრაელს უჭერენ მხარს, ქვეყანა დატოვონ - ამ მოთხოვნით ლიბიის პარლამენტი გამოდის.
„მოვითხოვთ იმ სახელმწიფოების ელჩებმა, რომლებიც მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს (ისრაელს) მის დანაშაულებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ტერიტორია (ლიბია)“, - ნათქვამია განცხადებაში.
გარდა ამისა, ლიბიის პარლამენტი მოითხოვს, რომ თუ ისრაელი ღაზაზე თავდასხმებს არ შეწყვეტს, ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებში ნავთობისა და გაზის ექსპორტი შეაჩერონ.
თუ სიონისტური მტერი ხოცვა-ჟლეტას არ შეაჩერებს, ჩვენ მოვთხოვთ ლიბიის მთავრობას, შეაჩეროს ნავთობისა და გაზის ექსპორტი იმ სახელმწიფოებისთვის, რომლებიც მხარს უჭერენ მას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ლიბიის პარლამენტში აცხადებენ იმასაც, რომ უმკაცრესად გმობენ აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და იტალიის მთავრობების ქმედებებს.
ეს ქვეყნები მხარს უჭერენ სიონისტურ ერთეულს მის დანაშაულებში ღაზას სექტორში, ხოლო მათი ლიდერები ლექციებს კითხულობენ ადამიანის უფლებებისა და ხალხების თვითგამორკვევის უფლებაზე“, - ვკითხულობთ განცხადებაში.