ირანი გაეროში აცხადებს, რომ ღაზაში ომი თუ გაგრძელდება, "ცეცხლისგან" აშშ-იც არ იქნება დაცული

ისრაელი თუ არ შეწყვეტს სამაგიერო იერიშს ღაზის სექტორში, ჰამასის წინააღმდეგ, აშშ-იც "არ იქნება დაცული ამ ცეცხლისგან" - ეს განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანმა გაეროში გააკეთა.
ამირ-აბდოლაჰიანი ამ გაფრთხილებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოვიდა და ახლო აღმოსავლეთის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ირანი არ მიესალმება რეგიონში ომის გაფართოებას და მზად არის "თავისი როლი შეასრულოს" ჰუმანიტარულ ძალისხმევაში.