აშშ-მა სირიაში ირანის იარაღის და საბრძოლო მასალის საწყობებს დაარტყა
შეერთებულმა შტატებმა სირიაში დარტყმები ირანის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესანახ ობიექტებზე განახორციელა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა, ერაყსა და სირიაში აშშ-ის ძალებზე თავდასხმების საპასუხოდ, აღმოსავლეთ სირიაში ორ ობიექტს დაარტყეს, რომელსაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი და მის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები იყენებდნენ