გერმანია დეპორტაციის კანონს ამკაცრებს

27.10.23 10:25
გერმანია დეპორტაციის კანონს ამკაცრებს

გერმანია დეპორტაციის კანონს ამკაცრებს. ქვეყანაში არალეგალურად მყოფ  მიგრანტებს წინასწარ დეპორტაციის შესახებ აღარ შეატყობინებენ. გერმანელ სამართალ დამცველებს ეზრდებათ უფლებამოსილებებიც - პოლიციას შეეძლება გაჩხრიკოს ბინები და  მოახდინოს მობილური ტელეფონების კონფისკაცია. იზრდება სადეპორტაციო პატიმრობის ვადებიც. 

დაკავებულ მიგრანტებს საკანში ყოფნაა 10-ის ნაცვლად 28 დღით მოუწევთ.  კანონის გამკაცრებას გერმანიაა ლტოლვილებისთვის  სოციალური მხარდაჭერის გაძლიერებით ხსნის. გერმანია კი ის ქვეყანაა, სადაც იძულებით შრომით მიგრაციაში ასობით ქართველია წასული.

ბოლო სამ თვეში გაიზარდა როგორც წამსვლელთა რიცხვი, ასევე დეპორტირებულთა მაჩვენებელი. ამიტომ საინტერესოა როგორი იქნება საქართველოს მთავრობის გეგმა ემიგრანტების დასაცავად.

მსგავსი სიახლეები