ან გაიმარჯვებს ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული - ზელენსკი

ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, წლის ბოლოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას მხარი დაუჭირონ.
უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია, სადაც იყო უფრო მარტივი და უფრო რთული გადაწყვეტილებები პოლიტიკოსებისთვის, თუმცა მათ შეასრულეს. ჩვენ ვიმედოვნებთ თქვენს ერთიანობას ამ გადაწყვეტილების საპასუხოდ. ვიმედოვნებ, რომ დაიწყებთ მოლაპარაკებებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე...
ან გაიმარჯვებს მთელი ევროპა, უკრაინასთან, მოლდოვასთან და მომავალში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული. დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველანი თანამედროვე ევროპის მხარეს ხართ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ."- განაცხადა ზელენსკიმ.