EU ღაზის სექტორის ჰუმანიტარული დახმარებისთვის 50 მილიონ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი 50 მილიონ ევროს დამატებით ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს ღაზის სექტორს - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.
ევროკავშირის ლიდერების სამიტის პირველი დღის შემდეგ ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ პირველი, 56 ტონა დახმარება ევროკავშირისგან უკვე იქნა მიტანილი ღაზაში.