რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძანებებს არ ასრულებენ, სიკვდილით დასჯით ემუქრებიან - კირბი

27.10.23 11:56
რუს ჯარისკაცებს, რომლებიც ბრძანებებს არ ასრულებენ, სიკვდილით დასჯით ემუქრებიან - კირბი

თეთრი სახლის სპიკერი ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ რუსი სამხედროები რუს ჯარისკაცებს, რომლებიც არ ასრულებენ ბრძანებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით, ფაქტობრივად სიკვდილით სჯიან.

„ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ რუსი მეთაურები იმუქრებიან მთლიანი ქვედანაყოფების სიკვდილით დასჯით, თუ ისინი შეეცდებიან უკან დახევას უკრაინული საარტილერიო ცეცხლისგან“, - თქვა კირბიმ.

 

მსგავსი სიახლეები