მოვკალით ჰამასის ხუთი უფროსი მეთაური - IDF
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ინფორმაციით, 27 ოქტომბერს საჰაერო თავდასხმების შედეგად ჰამასის ხუთი უფროსი მეთაური მოკლეს. ერთ-ერთი თავდასხმის ვიდეოს IDF X-ზე (ყოფილი Twitter) აქვეყნებს.
IDF-ის ცნობით, აღნიშნული თავდასხმის შედეგად მოკლეს ჰამასის ჩრდილოეთ ხან იუნის რაკეტების დანაყოფის მეთაური, ჰასან ალ-აბდულა. მათივე თქმით, თავდასხმისას მოკლეს ჰამასის რამდენიმე სხვა წევრიც და მათი სამხედრო ლოკაციები გაანადგურეს.
ამასთან, IDF-ის ინფორმაციით, ჰამასის დააჯ-ტუფის ბატალიონის უფროსი მეთაურებიც მოკლეს: რიფაატ აბასი, იბრაჰიმ ჯაბდა და ტარეკ მაარუფი. IDF-ის ცნობით, დარაჯ-ტუფას ბატალიონის ჰამასის ღაზის ქალაქის ბრიგადის ნაწილია, რომელიც "ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს ბრიგადად" მიიჩნევა.