სტამბოლში, აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაშავდა
სტამბოლის დასავლეთ ნაწილში შენობის სარდაფში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ბაღჩილარის რაიონში, ერთ-ერთი საწარმოს შენობაში მოხდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია, რომელიც მოგვიანებით მეხანძრეებმა ჩააქრეს.
აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. სამართალდამცავები შესაბამის მოკვლევას აწარმოებენ.