აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს - მილერი

27.10.23 17:38
აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს - მილერი

აშშ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს არ უჭერს - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, ეს თუ ცეცხლი შეწყდება, ჰამასს გაძლიერების საშუალებას მისცემს და გააგრძელებს ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელის წინააღმდეგ. 

"ჩვენ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი სახის ცეცხლის შეწყვეტის, რომელიც მათ [ჰამასს] საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ეს ოპერაციები. ამავროულად, აშშ მხარს უჭერს და ფიქრობს, რომ მხარეებმა უნდა განიხილონ ჰუმანიტარული პაუზები, რაც დახმარების შეტანის შესაძლებლობას გააჩენს. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ღაზის სამხრეთ ნაწილში, რაფაჰის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გასახსნელად". - თქვა მილერმა.

მსგავსი სიახლეები