ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს - ურსულა ფონ დერ ლეიენი

27.10.23 18:25
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს - ურსულა ფონ დერ ლეიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ "ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს".

მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ზომების ეფექტურობისთვის.

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტის მომზადების პროცესში ვართ. ვატარებთ კონსულტაციებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან. განვიხილავთ, როგორ შევამციროთ დარჩენილი შემოსავალი, რომელსაც რუსეთი ევროპაში და მის პარტნიორებთან ბრილიანტის ექსპორტიდან იღებს... ევროკავშირს სურს, გააძლიეროს რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ უკვე შემოღებული ზომების ეფექტურობა", - აღნიშნა ლაიენმა.