უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადაჭრას - კალასი

27.10.23 20:25
უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადაჭრას - კალასი

"უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადაჭრას" - ეს განცხადება ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასიმ გააკეთა.

მისი თქმით, განსხვავებული მოსაზრებების არსებობის გამო უნგრეთთან ერთიანობის შენარჩუნება გაცილებით რთულდება.

პუტინი არის ომის დამნაშავე. მან დაიწყო ეს აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ის იტაცებს ბავშვებს, მის წინააღმდეგ დაპატიმრების ორდერია გაცემული. მე არ ვისურვებდი მასთან ერთად ფოტოზე ყოფნას. უნგრეთი ხდება პრობლემა, რომელიც ევროკავშირმა უნდა გადაჭრას. ჩვენ ადრეც გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მოვახერხეთ ერთიანობის შენარჩუნება, მაგრამ უნგრეთთან მიმართებაში ეს უფრო და უფრო რთულდება - აღნიშნა კალასიმ.

შეგახსენებთდღეს უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ "უკრაინა რუსეთთან ომში ვერ გაიმარჯვებს". მისი მტკიცებით, "რუსები არ წააგებენ".

მსგავსი სიახლეები