"ამაღამ სახმელეთო ოპერაციას გავაფართოებთ" - ისრაელის თავდაცვის ძალები

27.10.23 22:16
"ამაღამ სახმელეთო ოპერაციას გავაფართოებთ" - ისრაელის თავდაცვის ძალები

დღეს ღამით ისრაელის თავდაცვის ძალები სახმელეთო ოპერაციებს გააფართოებს - ინფორმაცია IDF-ის პრესსპიკერმა გაავრცელა.

დანიელ ჰაგარი ჩრდილოეთ ღაზაში მცხოვრებ მოსახლეობას, უკეთესი პირობების არსებობის კუთხით, სამხრეთით გადასვლისკენ მოუწოდებს.

ჩვენ მზად ვართ ყველა ფრონტზე ისრაელის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჩვენ გავაგრძელებთ შეტევას ღაზასა და მის შემოგარენში და მოვუწოდებთ მოსახლეობას ღაზას ჩრდილოეთით, რომ სამხრეთით უკეთესი პირობები აქვთ - აღნიშნა ჰაგარიმ.