„ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია

28.10.23 10:22
 „ჰამასის“ საჰაერო ძალების მეთაური ლიკვიდირებულია

ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ ადამიანი, რომელიც სავარაუდოდ მეთაურობდა "ჰამასის" მებრძოლებს, რომლებმაც ისრაელში პარაპლანით შეაღწიეს 7 ოქტომბერს , ლიკვიდირებულია.

"აბუ რაქაბა პასუხისმგებელი იყო ჰამასის უპილოტო საფრენ აპარატებზე, დრონებზე, პარაპლანიებზე, საჰაერო აღმოჩენისა და თავდაცვაზე. მან მონაწილეობა მიიღო 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის დაგეგმვაში და მეთაურობდა ტერორისტებს, რომლებიც ისრაელში პარაპლანით შეაღწიეს და პასუხისმგებელი იყო ისრაელის თავდაცვის პუნქტებზე დრონების თავდასხმებზე", - ნათქვამია განცხადებაში.