გაეროს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელი საზიზღარს უწოდებს

28.10.23 10:31
გაეროს მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისრაელი საზიზღარს უწოდებს

საზიზღარი მოწოდება - ისრაელი გაეროს მოწოდების შესრულებას, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, არ აპირებს და აცხადებს, რომ როგორც მსოფლიო გაუმკლავდა ნაცისტებსა და ISIS-ს, ისე აპირებს ჰამასის ლიკვიდაციას.

"ჩვენ პირდაპირ უარვყოფთ გაეროს გენერალური ასამბლეის საზიზღარ მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ისრაელი აპირებს ჰამასის ლიკვიდაციას ისევე, როგორც მსოფლიო გაუმკლავდა ნაცისტებსა და ISIS-ს", - დაწერა  ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი X-ზე.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებს საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ისრაელსა და ჰამასს შორის ომში. რეზოლუციას მხარი 120-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი კი 14 იყო, მათ შორის აშშ და ისრაელი. 45-მა ქვეყანამ თავი შეიკავა.

 

მსგავსი სიახლეები