ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12ე პაკეტს ამზადებს

28.10.23 10:39
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12ე პაკეტს ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12ე პაკეტს ამზადებს.  ურსულა ფონ დერ ლაიენი იტყობინება, რომ ახალ შეზღუდვებზე დიდი შვიდეულის ქვეყნები ერთობლივად მუშაობენ. 

რუსებისთვის,  ბრილიანტების ექსპორტით მიღებული მილიონები, მალე გუშინდელ დღედ იქცევა. რუსეთი ამ დრომდე მოკავშირეების დახმარებით არიდებს თავს დაწესებულ სანქციებს, რის გამოც, ევროკომისიის პრეზიდენტი ფიქრობს რომ საჭიროა უკვე არსებული ზომების ეფექტურობის გაძლიერება.

"ჩვენ წარმოვადგენთ შემოთავაზებას, რომ გამოვნახოთ გზა, როგორ გამოვიყენოთ შემოსავლები იმ აქტივებიდან, რომლებიც ამჟამად ევროკავშირში შეზღუდული რაოდენობის ფინანსური ინსტიტუტებისგან სარგებელს იღებენ". - აღნიშნა ლაიენმა.     

მსგავსი სიახლეები